ლონდონის „ტოტენჰემს“ კონფერენს ლიგის ბოლო ტურში „რენთან“ გადადებული მატჩის გამო შესაძლოა ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალოს.
უეფამ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო და დიდი შანსია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს. საქმე ისაა, რომ კალენდარში თავისუფალი თარიღი არ არის, რომ მატჩი გაიმართოს.
შეხვედრა „ტოტენჰემში“ არსებული კორონავირუსის შემთხვევების გამო არ ჩატარდა და აღარც ჩატარდება. როგორც გაირკვა, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უეფას არ დაუდასტურებია.
„უეფა ორ კლუბთან რეგლამენტის თანახმად თანამშრომლობა და ცდილობდა ეპოვა გამოსავალი მატჩის სხვა დროს ჩასატარებლად, რათა ჯგუფური ეტაპის დასრულება უზრუნველყო. სამწუხაროდ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, გამოსავლის პოვნა ვერ მოხერხდა. ამიტომ, მატჩი ვეღარ ჩატარდება და საკითხი გადაეცემა უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინურ ორგანოს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნულია უეფას განცხადებაში.
„ტოტენჰემს“ ტექნიკური წაგება თუ ჩაეთვლება, კონფერენს ლიგის ჯგუფში ჩარჩება, რადგან 7 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად „რენთან“ მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგაში „ბრაიტონთან“ ლონდონელთა კიდევ ერთი მატჩი გადაიდო.