პორტუგალიის საგრეს ლიგის მე-14 ტურში გიორგი აბურჯანიამ საგოლე გადაცემა მიითვალა. მისმა „ჟილ ვისენტემ“ სტუმრად „პასუშ ფერეირა“ 1:0 დაამარცხა და ქართველის დიდი დამსახურებით.
გიორგი თამაშში მხოლოდ 90-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო, ხოლო 95-ე წუთზე ჩინებული პასით, ერთი შეხებით შესანიშნავ პოზიციაში დატოვა ანტუან ლატეი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
გიორგის მთავარი მწვრთნელი რიკარდო სოარეში ნაკლებად ენდობა. მხოლოდ ერთხელ ათამაშა ძირითად შემადგენლობაში, ისიც წინა ტურში, 5 დეკემბერს და „ჟილ ვისენტემ“ 4:0 მოიგო, ამდენად შემადგენლობის შეცვლის საბაბი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ამჯერად გიორგი მხოლოდ 90-ე წუთზე ჩართო თამაშში და ქართველმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ თამაშს უფრო ხშირად იმსახურებს.
მთლიანობაში აბურჯანიას პორტუგალიის ჩემპიონატის 9 მატჩში (სულ მხოლოდ 132 წუთი გაატარა მინდორზე) 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „ჟილ ვისენტე“ 20 ქულით მეექვსე ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი ბატონო მაგრამ ფეხბურთელებს ამ შემოსავლიდან რა უნდა შეხვდეთ?
მხოლოდ საქველმოქმედო ხასიათს რომ ატარებს ეროვნული ნაკრებების თამაშები ფეხბურთელების მხრიდან, ფეხბურთელებს შრომის საზღაურს ვინ და რა ფორმით გადაუხდის