ფეხბურთი

14:00 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მორატი: "ჩემპიონთა ლიგის წილისყრა? იუვენტუსი" "ინტერისთვის" ყველაზე ადვილი მეტოქე იქნებოდა"

მილანის „ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა მასიმო მორატიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრისა და „ნერაძურის“ სასურველი მეტოქეების შესახებ ისაუბრა. იტალიელმა ტურინის „იუვენტუსზე“ ირონიულად თქვა, რომ „ინტერს“ ყველაზე ადვილ მეტოქესთან შეხვედრა არ შეუძლია.

„წილისყრა? ადვილი არ იქნება. არც პირველ და არც მეორეადგილოსნებში მარტივი გუნდები არ არიან. სამწუხაროა, რომ „ინტერს“ „იუვენტუსთან“ თამაში არ შეუძლია, თორემ ყველაზე ადვილი მეტოქე იქნებოდა. ამიტომაც, ვისთანაც შეხვედრა შეგვიძლია, სასურველ მეტოქეებად „აიაქსს“ და „ლილს“ დავასახელებ“, - თქვა მორატიმ.

შეგახსენებთ, რომ მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. „ნერაძური“ მანამდე დიდი ხანი ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ ვერ გადიოდა, ხოლო ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ჯგუფში რჩებოდა. მილანელთა სავარაუდო მეტოქეები კი „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „აიაქსი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერი“ და „ლილი“ არიან.

0.123114