ავტოსპორტი

3:43 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო - „მერსედესმა“ კონსტრუქორების ტიტული დაიმსახურა, მაქსი ჩვენზე ნაბიჯით წინაა"

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ მაქს ფერსტაპენი ამ სეზონში მრბოლთა შორის ჩემპიონობას იმსახურებს, „მერსედესი“ კი კონსტრუქტორებში საუკეთესოა.

ესპანელის თქმით, ფერსტაპენიც და ლუის ჰამილტონიც სტაბილურად უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ, თუმცა მისი აზრით, „რედ ბულის“ პილოტი მაინც საუკეთესოა.

„ორივე საოცარ რბოლებს ატარებს, შეცდომებს არ უშვებენ და ყოველ რბოლაში ზღვარზე არიან. ისინი ყოველთვის პირველი და მეორე არიან, რადგან სულ სხვა დონეზე ასპარეზობენ. და ფანტასტიურია იმის ცქერა, თუ როგორ იბრძვიან“, - ამბობს „ალპინის“ მრბოლი.
ფერსტაპენი და ჰამილტონი ბოლო ხუთ რბოლაში პირველ-მეორე ადგილებს იკავებდნენ და ბოლო ეტაპის წინ, თანაბარი ქულები აქვთ. ოღონდ ლიდერი ფერსტაპენია, რადგან მას ერთით მეტი მოგება აქვს და თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჩემპიონიც ის გახდება.

„ფინალური რბოლა დაძაბული იქნება, დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, მერსედესი ბოლო რბოლებში უკეთ გამოიყურება. მათ რამდენიმე რბოლა მოიგეს. მაგრამ მაქსი ჩემი აზრით, ყველა ჩვენგანზე უკეთ გამოდის. ჯედაში კვალიფიკაციაზე მისი ბოლო წრე, სანამ კედელს შეეხებოდა, საოცრება იყო. ის წრე მაქსმა გაიარა და არა რედ ბულმა. ჩემი აზრით: მერსედესი კონსტრუქტორთა ჩემპიონობას იმსახურებს, რადგან მათი მანქანა საუკეთესოა. მაქსმა კი მთელი სეზონის განმავლობაში, ყველა დანრჩენზე უკეთესი იყო“, - დასძენს ალონსო.

ესპანელის თქმით, მისი ნათქვამი არ ნიშნავს, რომ რომელიმეს ქომაგობს: „მე არ ვამბობ, რომ მაქსს ვქომაგობ. მე ვფიქრობ, რომ ის ამას იმსახურებს. ყველას თავისი განსხვავებული აზრი აქვს. მე ვამბობ, რომ მან რედ ბული სულ სხვა დონეზე აიყვანა“.

0.132171