ფეხბურთი

22:20 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი და ალბა ტრავმირებულები არიან

"ბარსელონას" ფეხბურთელები ჟორდი ალბა და მემფის დეპაი ტრავმირებულები არიან. ესპანეთის და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელებმა ფეხის დაზიანება "ბაიერნთან" წაგებულ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შემხვედრაში მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი ფეხბურთელების გამოჯანმრთელების. Sport-ის ინფორმაციიით, ალბამ შესაძლოა მიმდინარე წელს თამაში ვეღარ შეძლოს. მემფისმა კი გერმანულ გუნდთან 90 წუთი ითამაშა, თუმცა რეაბილიტაციას საჭიროებს. ასევე, "ბარსელონას" ვებგვერდმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სერხი რობერტოს ხუთშაბათს ფინეთში ფეხის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124948