ფეხბურთი

21:53 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდი პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ინგლისის ჩემპიონატის ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გასულ თვეში ინგლისელმა ფეხბურთელმა სამი შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში მცველმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე ერთი გოლი და ათი საგოლე გადაცემაა.

0.112887