სხვა

20:39 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახი ასანიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ იასპარეზა და მერვე ადგილი დაიკავა.

21 წლის ქართველმა ძალოსნმა 6 ცდიდან ხუთის გამოყენება მოახერხა. ატაცში მან 183, 142 და 145 კგ დააფიქსირა და ამ დისციპლინაში მეექვსე ადგილი დაიკავა. აკვრაში მან 162 და 168 კგ დაძლია, თუმცა 171 კგ-იანი შტანგა ვერ დააფიქსირა და კონკრეტულ დისციპლინაში მეათე ადგილს დასჯერდა.

ორჭიდში ასანიძის შედეგი 313 კგ გამოდგა და მსოფლიოს ჩემპიონატი მერვე საფეხურზე დაასრულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა - ორჭიდში, ატაცსა და აკვრაში.

0.115653