ფეხბურთი

21:03 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ინგლისის ჩემპიონატის ნოემბრის საუკეთესო მწვრტნელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გვარდიოლას გუნდმა გასულ თვეში ინგლისის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარა, დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი"(2:0), "ევერტონი" (3:0) და "ვესტ ჰემი" (2:1). ესპანელი სპეციალისტი თვის საუკეთესო მწვრთნელი მეათედ გახდა და ამ მაჩვენებლით დევი მოიესს გაუთანაბრდა. ყველაზე მეტჯერ თვის საუკეთესოდ სერ ალექს ფერგიუსონი (27) და არსენ ვენგერი (15) დაუსახელებიათ.

0.111472