ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი მეისონ გრინვუდი გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გრინვუდმა "იანგ ბოიზთან" ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. მიმდინარე სეზონში მეისონმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და ტავი ხუთი გოლით გამოიჩინა.