ფეხბურთი

19:04 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" - "ბრაიტონის" მატჩი გადაიდო

პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩი ლონდონის „ტოტენჰემსა“ და „ბრაიტონს“ შორის გადაიდო. მიზეზი „დეზების“ რიგებში კორონავირუსის პანდემიის რთული მდგომარეობაა.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება აღნიშნული თამაში. აღსანიშნავია, რომ „ტოტენჰემმა“ ვერც კონფერენს ლიგის მეექვსე ტურის მატჩი ჩაატარა „რენის“ წინააღმდეგ და ისიც გადაიდო.

„ტოტენჰემში“ ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს კორონავირუსი აქვთ. ინფიცრებულთა შორის შვიდი ფეხბურთელია.

0.118812