ფეხბურთი

18:05 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ ოთხი კლუბი დაასახელა, რომლებშიც ჰოლანდის გადასვლა ზაფხულში შესაძლებელია

მინო რაიოლამ გერმანულ Sport 1-თან ვრცელ ინტერვიუში „დორტმუნდის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის მომავალზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოთხი კლუბია, რომლებსაც ნორვეგიელი ფორვარდის შეძენა შეუძლიათ და ისინი დაასახელა კიდეც.

„შეუძლია და შემდეგ ნაბიჯს გადადგამს. მიუნხენის „ბაიერნი“, „რეალი“, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ - ეს, ის დიდი კლუბებია, რომელშიც მას წასვლა შეუძლია. „სიტიმ“ ბოლო წლებში პრემიერლიგა ხუთჯერ მოიგო, ბევრად მეტი, ვიდრე „იუნაიტედმა“. როდესაც „დორტმუნდში“ გადავიდა, ყველამ იცოდა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგმებოდა. როდის შედგება ტრანსფერი? შესაძლოა ამ ზაფხულს, შესაძლოა მოგვიანებით, მაგრამ დიდი შანსია, რომ ერლინგი ამ ზაფხულს წავიდეს, ვნახოთ.

პოგბა „ბაიერნში“? შეუძლებელია, ისინი ასეთ ხელფასს არ იხდიან. მას ბევრი წინადადება აქვს, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ კონტრაქტის გასაგრძელებლად. ვნახოთ, რა იქნება მისთვის საუკეთესო“, - თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 21 წლის ერლინგ ჰოლანდმა 13 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება პოლ პოგბას, მას "მანჩესტერთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

0.121067