ფეხბურთი

14:46 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "ბარსელონასთან" შეხვედრა მინდა, "შერიფთან" არა, არც ვიცი, ეს გუნდი სად თამაშობს"

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ევროპა ლიგის 1/16 ფინალში „ბარსელონასთან“ შეხვედრა სურს, ხოლო ტირასპოლის „შერიფთან“ დაპირისპირება არ უნდა.

„იმედი მაქვს, რომ „ბარსელონასთან“ ვითამაშებთ, პირადად მე მათ წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. თუმცა, ფინალში თუ შევხვდებოდით, იდეალური იქნებოდა. არ მინდა „შერიფთან“ შეხვედრა, არც კი ვიცი, ეს გუნდი სად თამაშობს და ვფიქრობ, რთული მოგზაურობა იქნება“, - თქვა სარიმ პრესკონფერენციაზე.

აქვე გეტყვით, რომ „ლაციოს“ სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგის 1/16 ფინალში „ბარსელონას“ და „შერიფის“ გარდა, „ლაიფციგი“, „პორტუ“, „დორტმუნდი“, „სევილია“ და „ზენიტი“ არიან. წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება.

0.117131