მადრიდის „რეალი“ გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ მცველის, ანტონიო რიუდიგერისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
ესპანური მედიის ცნობით, „რეალი“ მზადაა გერმანელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და პირადი მოთხოვნები დაუკმაყოფილოს. უფრო მეტიც, შესაძლოა, რომ იანვარში „სამეფო კლუბმა“ ფეხბურთელთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს, რაც შესაძლებელია, რადგან „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს იწურება.
ლონდონური გუნდი რიუდიგერს კვირაში 140 ათას გირვანქა სტერლინგს სთავაზობს, ხოლო გერმანელი მინიმუმ 200 ათას გირვანქას ითხოვს, რაც ინგლისელთათვის მიუღებელია.
28 წლის ანტონიო რიუდიგერი „ჩელსიში“ 2017 წლიდან თამაშობს და 166 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი, მანამდე ის „რომასა“ და „შტუტგარტში“ თამაშობდა.