ფეხბურთი

22:12 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" ადეიემის ტრანსფერთან ახლოსაა

ავსტრიული „ზალცბურგის“ ფორვარდი კარიმ ადეიემი დორტმუნდის „ბორუსიაში“ ტრანსფერთან ახლოსაა. მხარეები ჯერჯერობით, საბოლოო შეთანხმებას ვერ აღწევენ ტრანსფერი ფასზე, მაგრამ მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გარიგება ზაფხულშია დაგეგმილი და არა იანვრის სატრანსფერო პერიოდში. ისიც ნიშანდობლივია, რომ „დორტმუნდმა“ ორი წლის წინ ერლინგ ჰოლანდი სწორედ „ზალცბურგიდან“ დაიმატა.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110088