ფეხბურთი

20:57 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლენგლე: "ეს ღიმილი მატჩის შედეგით არ არის გამოწვეული"

„ბარსელონას“ მცველი კლემენ ლენგლე „ბაიერნთან“ მატჩის (0:3) შემდეგ გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს, რაც მისი თამაშით არ იყო გამოწვეული. ფოტოკამერებმა დააფიქსირეს რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად მომღიმარი ლენგლე, რამაც „ბარსას“ ფანების გულისწყრომა გამოიწვია.

ფრანგ მცველს მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტების გაკეთება მოუწია და თქვა, რომ ეს ღიმილი შედეგით არ იყო გამოწვეული:

„მინდა „ბარსელონას“ გულშემატკივრებს მივმართო. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ „ბაიერნთან“ გუშინდელი შედეგი ძალიან სამწუხარო და რთულია. ჩვენი კლუბი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს, რასაც ვერ მივაღწიეთ. მსურს ავხსნა ფოტო, რომელშიც ლევანდოვსკისთან ერთად ვიღიმი. ეს რეაქცია არანაირად არ ასახავს ჩემს გრძნობებს შედეგის შესახებ. მე არასდროს მექნება ამგვარი რეაქცია ისეთ რამეზე, რამაც ყველა ჩვენგან ამხელა ტკივილი მოგვაყენა. ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ახლა გვაქვს ახალი მისია: დავაბრუნოთ „ბარსელონა“ იქ, სადაც უნდა იყოს“, - დაწერა ლენგლემ სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11292