სხვა

20:20 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოთა მიშველიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო და შოთა მიშველიძემ სამი ვერცხლი მედალი მოიპოვა!

61 კგ წონით კატეგორიაში მიშველიძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მეორე შედეგი დააფიქსირა. შოთამ ატაცში პირველ ცდაზე 126 კგ ვერ დააფიქსირა, მაგრამ მეორე ცდა გამოიყენა, ხოლო მესამეჯერზე 131 კგ-იანი შტანგა დააფიქსირა და ეს ამ დისციპლინაში მეორე შედეგი იყო.

აკვრაში მან 150 და 155 კგ ასწია, 160 კგ-ს კი ვერ გაუმკლავდა. შედეგად, ეს აკვრაში ისევ მეორე შედეგი იყო და ვერცხლის მედალი ამ დისციპლინაშიც მოიპოვა. ორჭიდში მიშველიძეს 286 კგ დაუგროვდა და ვერცხლისთვის საკმარისი გამოდგა.

ამავე წონაში რამინ შამილიშვილმა იასპარეზა და ორჭიდში მერვე ადგილი დაიკავა. რამინმა ატაცში 117, 120 და 122 კგ დააფიქსირა, რაც ამ დისციპლინაში მეშვიდე შედეგი გამოდგა, ხოლო აკვრაში 141 და 145 კგ დააფიქსირა, ხოლო 148-ს ვერ გაუმკლავდა და მერვე შედეგი აღმოჩნდა, ისევე როგორც ორჭიდში დაფიქსირებული 267 კგ.

ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთკორეელი როკ შინი გახდა, რომელმაც 132, 156 და 288 კგ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მიშველიძეს აკვრაში ბოლო ცდა (160 კგ) რომ დაეფიქსირებინა, აკვრასა და ორჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მას ერგებოდა, თუმცა, როგორც ვთქვით, ეს ვერ შეძლო და ასპარეზობა სამი ვერცხლის მედლით დაასრულა.

0.146724