"მილუოკისა" და "მაიამის" მატჩის შემდეგ "ბაქსის" პატარა გულშემატკივარი კალათბურთელებს ავტოგრაფებისთვის ელოდებოდა და მისი გახარება სანდრო მამუკელაშვილმა მოახერხა. ქართველი კალათბურთელი ბავშვთან მივიდა, მას მაისურზე ხელი მოუწერა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის: სანდრომ მაისური ავტობუსში წაიღო, თანაგუნდელებს ავტოგრაფები გამოართვა და პატარა ქომაგი კიდევ უფრო გაახარა, რომლის სიხარულსაც საზღვარი არ ჰქონდა. ვიდეო ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.