ფეხბურთი

18:37 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მეჰდი ბენატიამ კარიერა დაასრულა

ვეტერანმა მაროკოელმა ფეხბურთელმა მეჰდი ბენატიამ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 34 წლის მცველმა თავად გაავრცელა.

„ფეხბურთში 15 წელზე მეტი ხნით საპატიო სამსახურის შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებში თამაშის შემდეგ, გადავწყვიტე კარიერის დასრულება. ბავშვობიდან მხოლოდ ერთი ცონება მქონდა, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მომიწია გარკვეული სახის თავგანწირვა, მაგრამ კარიერის ყველა ეტაპზე ახალი მიზნები მქონდა“, - წერს მეჰდი.

მეჰდი ბენატიამ 2009-2019 წლებში მაროკოს ნაკრების მაისურით 66 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. საკლუბო კარიერაში მაროკოელმა „მარსელის“, „ტურის“, „ლორიენის“, „კლერმონის“, „უდინეზეს“, „რომას“, „ბაიერნის“, „იუვენტუსის“, „ალ-დუჰაილისა“ და თურქული „კარაგუმრუკის“ ღირსება დაიცვა.

0.11674