ფეხბურთი

13:26 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ზალცბურგის“ რეკორდი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ზალცბურგმა“ შინ „სევილია“ დაამარცხა (1:0), G ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (პირველზე 11-ქულიანი ფრანგული „ლილი“ გახლავთ) და ჯგუფიდან გავიდა.

ტურნირის ოფიციალური ტვიტერის ცნობით, „ზალცბურგი“ პირველი ავსტრიული გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა შეძლო.

მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შვეიცარიულ ნიონში 13 დეკემბერს გაიმართება.

0.117807