ფეხბურთი

21:57 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის რეკორდები "ლივერპულში"

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა "მილანთან" მოგებულ (2:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მეტოკის კარი ერთხელ აიღო და მიმდინარე სეზონში გატანილი 20 გოლით იან რაშის რეკორდი გაიმეორა.

Opta-ს ინფორმაციით, 29 წლის აფრიკელი კლუბის ისტორიაში მეორეა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე სეზონში შეძლო 20 და მეტი გოლის გატანა. იანმა 1981-1987 წლებში ზედიზედ ექვს სეზონში გაიტანა მინიმუმ 20 გოლი.

ასევე, სალაჰი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ შვიდ გასვლით შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. პირველად შვიდი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა 2013-2014 წლებში, მადრიდის "რეალში" თამაშის დროს.

ასევე უნდა ითქვას, რომ სალაჰი პირველი ფეხბურთელია "ლივერპულის" ისტორიაში, რომელმაც ერთი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შვიდი გოლი გაიტანა. მოჰამედმა წვლილი შეიტანა "მერსისაიდელების" რეკორდშიც - "ლივერპული" პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე შეხვედრა მოიგო.

0.120647