ფეხბურთი

20:18 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

2021 წლის სიმბოლური ნაკრები IFFHS-ის ვერსიით

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის არიან რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.

IFFHS-ის ვერსიით წლის საუკეთესო გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა ("მილანი"/"პსჟ, იტალია);

მცველები: აშრაფ ჰაკიმი ("ინტერი"/პსჟ, მაროკო), ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსი", იტალია), რუბენ დიაში ("მანჩესტერ სიტი", პორტუგალია), ალფონსო დევისი ("ბაიერნი", კანადა);

ნახევარმცველები: ჟორჟინიო ("ჩელსი", იტალია), ლიონელ მესი ("ბაერსელონა"/პსჟ, არგენტინა), კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი", ბელგია);

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი"/"მანჩესტერ იუნაიტედი", პორტუგალია), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", პოლონეთი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი).

ასევე, აღნიშნულმა ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ტომას ტუხელი დაასახელა.

0.11793