"ლაიპციგის" ახალი მთავარი მწვრთნელი იტალიელი სპეციალისტი დომენიკო ტედესკო გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Germany ავრცელებს. ტედესკოს ასისტენტი ანდრეას ჰინკელი იქნება, ხოლო მეკარეთა მწვრთნელი - მაქს ურვანში.
ტედესკო ბოლოს მოსკოვის "სპარტაკს" წვრთნიდა 2019-2021 წლებში, ხოლო რუსულ კლუბამდე შალკეს თავკაცი იყო ორი წელიწადი. დომენიკო აღნიშნულ პოსტზე ჯესი მარშს ჩაანაცვლებს, რომელიც გასულ უქმეებზე "უნიონ ბერლინთან" მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს და კოუტინიო ორი ჩო*ლარი
ესეც ლიგის მოსაგებად რო წავიდა ლივერპულიდან კოუტინიოს მსგავსად საყეეთი