თბილისის „საბურთალომ“ საქართველოს თასი მოიგო. ლევან კორღალიძის გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში წყალტუბოს „სამგურალს“ ქუთაისში დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 იმარჯვა.
მატჩში ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა და გუნდებმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩეს. ყველაფერი კი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც იური ტაბატაძემ 65-ე წუთზე გაიტანა. მანამდე, პირველ ტაიმში ერთადერთი რეალური საგოლე შანსი შეიქმნა, რომელიც დმიტრი მანდრიჩენკოს ჰქონდა, მაგრამ მოლდოველი ფეხბურთელის დარტყმა ხარიხას მოხვდა.
მეორე ტაიმის შუაწელს კი მარჯვენა ფლანგიდან იური ტაბატაძემ ჩააწოდა და თავური დარტყმით იური ტაბატაძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. „სამგურალს“ დრო ჰქონდა სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი პრაქტიკულად ვერ შექმნა და თბილისელებმა თავი კარგად დაიცვეს.
„სამგურალმა“ ისტორიაში მესამედ წააგო საქართველოს თასის ფინალი, მათ შორის ზედიზედ მეორედ, რადგან შარშან ამავე ეტაპზე „გაგრასთან“ განიცადა მარცხი. „საბურთალომ“ კი მეორედ ითამაშა ფინალში და ასევე მეორედ მოიგო ეს ტიტული (პირველად 2019 წელს). ამრიგად, თბილისის „საბურთალომ“ სეზონი არა მარტო ტიტულით დაასრულა, არამედ უეფას კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლებაც მოიპოვა, სადაც 2022 წლის ზაფხულში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
„სამგურალი“ – „საბურთალო“ 0:1 (0:0)
ქუთაისი, „რამაზ შენგელია“
„სამგურალი“: ქვილითაია; პატარკაციშვილი, გილმორი (ჩიხლაძე 72), კუხიანიძე, ფონიავა (ბუხაიძე 80), კალანდარიშვილი, ვერულიძე (დოლიძე 72), ქურდაძე, ლექვთაძე (ლექვთაძე 72), ბურჯანაძე, კიკაბიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
„საბურთალო“: გოშაძე; მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, შ. ნონიკაშვილი, ტაბატაძე (შულაია 81), ძებნიაური, გულიაშვილი, კაკუბავა, გოჩოლეიშვილი (ლ. ნონიკაშვილი 76), მანდრიჩენკო (კოხრეიძე 90)
მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
გოლი: 0:1 ტაბატაძე (65)
გაფრთხილება: გილმორი (64) - შ. ნონიკაშვილი (16), მანდრიჩენკო (90), ძებნიაური (90)
მსაჯი: იაროსლავ პშიბილი (პოლონეთი)