ფეხბურთი

10:26 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი იბრაჰიმოვიჩზე: "გიჟი უნდა იყო, რომ 40 წლის ასაკში ასე ითამაშო"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მილანთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, მათ გამარჯვება სურდათ და თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

„გვინდოდა, რომ ეს თამაშიც მოგვეგო. შემადგენლობა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბიჭების თამაშით. ვამაყობ გუნდით და გულით, რომელიც მათ თამაშში ჩადეს. კარგად ვითამაშეთ, მოედანზე დისციპლინირებულები ვიყავით.

იბრაჰიმოვიჩი? მას პატივს ვცემ. გიჟი უნდა იყო, რომ ამ დონეზე 40 წლის ასაკში ითამაშა, მაგრამ არა, თუ შენ იბრაჰიმოვიჩი ხარ. ის ცდილობდა თავისი თამაში ეთამაშა, მაგრამ დაცვამ კარგი წინააღმდეგობა გაუწია. ზლატანზე მისი წარმოუდგენელი კარიერა მეტყველებს“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაში მოიგო.

0.149119