ავტოსპორტი

4:14 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი წრეზე ოთხ მეათედ წამს კარგავდა

საუდის არაბეთის დიდი პრიზის რბოლისას, ლუის ჰამილტონს ორი შეჯახება მოუვიდა და ყველაზე მეტად, მანქანის წინა ფრთის მარჯვენა ვერტიკალური ფირფიტა დაუზიანდა. პირველი შეჯახება ესტებან ოკონთან, რესტარტზე მოხდა. მეორედ კი მაქს ფერსტაპენს შეეჯახა, როცა გასწრებას ცდილობდა.

„მერსედსის“ მთავარი სარბოლო ინჟინერი ენდრიუ შოვლინი ყვება, თუ ეს დაზიანება როგორ აისახა ჰამილტონის სიჩქარეზე: „დაზიანებით გამოწვეული შედეგები თანდათან უარესდებოდა. ოკონთან შეჯახების შემდეგ, ლუისი წრეზე დაახლოებით ერთ-ორ მეათედ წამს კარგავდა. ბედად, დაზიანება არ იყო მნიშვნელოვანი და ლუისი მისი შედეგების კომპენსირებას ახერხებდა“.

„მაქსთან შეჯახება კი გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა და ამის შედეგად, ანტი ფრთის მარჯვენა ნაწილის ეფექტურობა სრულად დაიკარგა. ეს წრეზე დაახლოებით ოთხი მეათედი წამის დაკარგვაში აისახა. ჩვენ ვფიქრობდთ, რომ ფრთა დაიშლებოდა და მისი გამოცვლა გახდებოდა საჭირო. გარდა ამისა, ეჭვს იწვევდა საბურავების გამძლეობაც, რადგან სხვებს ამასთან დაკავშირებით, პრობლემები შეექმნათ“, - ყვება შოვლინი.

„გუნდს არ ჰქონდა იმის გარანტია, რომ ანტი ფრთა გაძლებდა. ჩვენ ორი არჩევანი გვქონდა. ან ის უნდა შეგვეცვალა, ან გადაწყვეტილების მიღება ლუისისთვის მიგვენდო. მან გაგრძელება გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ასეთი არჩევანი იმის გამო გააკეთა, რომ ის ვერ ხედავდა, რა მდგომარეობაში იყო ანტი ფრთა. მას რომ ის დაენახა, შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიეღო“.

ყოველივეს მიუხედავად, ჰამილტონმა რბოლის უსწრაფესი დროის დაფიქსირება შეძლო, რიტაც დამტებითი ქულა მოიპოვა და ბოლო ეტაპის წინ, ქულებში ფერსტაპენს გაუთანაბრდა.

0.115521