იტალიურ გამოცემებში გამოჩნდა მონაცემები ყველა ფეხბურთელის ხელფასზე – იგულისხმება სერია A. ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომაელი დანიელე დე როსია, რომელიც წლიურად 6,5 მილიონ ევროს იღებს. მეორეზეა “ნაპოლის” არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი 5,5 მილიონით, მესამეზე კი იგუაინის თანამემამულე კარლოს ტევესი “იუვენტუსიდან”, რომელიც 4,5 მილიონს იღებს.
აქვე, თითოეული გუნდიდან ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებზე:
ატალანტა – დენისი 1,2 მილიონი; კარმონა 0,7; ბიანკი 0,7; ჩიგარინი 0,7
კალიარი – კონტი 0,8; იბარბო 0,75; სოუ 0,6
ჩეზენა – მარილინგო 0,4; კასკიონე 0,35; კარბონერო 0,35; კაპელი 0,35; ლუკინი 0,35
კიევო – პალოსკი 0,7; მაქსი ლოპესი 0,6; ბირსა 0,6
ემპოლი – ტავანო 0,3; მაკარონე 0,3; ვალდიფიორი 0,3
ფიორენტინა – მარიო გომესი 4,25; როსი 2,4; აკვილანი 1,8
ჯენოა – მატრი 1,0; ბურდისო 0,8; პერინი 0,7; ანტონელი 0,7; კუჩკა 0,7
ინტერი – ვიდიჩი 3,2; პალასიო 3,2; ერნანესი – 3,0
იუვენტუსი – ტევესი 4,5; ბუფონი 4,0; ვიდალი 4,0; პირლო 3,8
ლაციო – კლოზე 2,0; ჩანა 1,5; ედერსონი 1,5
მილანი – ტორესი 4,0; მექსეში 4,0; მონტოლივო 3,5; დე იონგი 3,5
ნაპოლი – იგუაინი 5,5; სუნიგა 3,2; ჰამშიკი 3,0; კალეხონი 2,6
პალერმო – სორენტინო 0,9; ბარეტო 0,8; მანტოვანი 0,7
პარმა – კასანო 1,5; მირანტე 0,8; ბიაბიანი 0,75
რომა – დე როსი 6,5; ბორილო 3,5; პიანიჩი 3,2
სამპდორია – რომერო 1,7; სილვესტრე – 0,9; გასტალდელო 0,9; ბერხესიო 0,9
სასუოლო – ბერარდი 1,1; კანავარო 1,0; ტადერი 0,9
ტორინო – კვალიარელა 0,75; ნოჩერინო 0,75; ამაური 0,75
უდინეზე – დი ნატალე 1,3; დანილო 0,7; მურილი 0,7
ვერონა – ტონი 1,0; მარკესი 0,8; სავიოლა 0,65
ყველაზე ღარიბი კლუბი “ემპოლია”, სადაც ქართველები, ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე ირიცხებიან. მჭედლიძის ხელფასი წლიურად 0,2 მილიონი ევროა, ხოლო შეყილაძისა 0,07 მილიონი. მჭედლიძე, ანაზღაურების მხრივ, გუნდში მეცხრე-მეთერმეტე “ადგილზეა”, ხოლო შეყილაძე – ბოლოდან მესამეზე.
ისე, სხვა გუნდებიდან ცოტა უცნაურია, მაგრამ “რომას” ლეგენდას ფრანჩესკო ტოტის მხოლოდ 2,5 მილიონი აქვს ხელფასი. მასზე მეტი აქვს ექვს რომაელს...
ილია კახელიშვილი