მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ლიონელ მესის შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო განმარტება გააკეთა და თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.
„მესის დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ, კიდევ ერთხელ ვულოცავ „ოქროს ბურთს“. აღფრთოვანებული და ძალიან აღელვებული ვიყავი მესის სიტყვებით პარიზში დაჯილდოებაზე, როცა თქვა, რომ 2020 წელს გამარჯვებას ვიმსახურებდი. ჩემი სიტყვები არასწორად იქნა განმარტებული, მე არ მინდოდა მეთქვა, რომ მესის სიტყვები გულწრფელი არ იყო“, - ციტირებს Kicker-ი ლევანდოვსკის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში მანამდე აღნიშნა, რომ სურს, მესის კომენტარი გულწრფელი იყოს და არა მხოლოდ ცარიელი სიტყვები.