სხვა

16:49 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში: ქართველების განრიგი ცნობილია

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

საქართველო პლანეტის პირველობაზე 10 ძალოსანით გამოვა და ისინი ასპარეზობაში 9 დეკემბრიდან ჩაერთვებიან. ქართველი ძალოსნების განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთია:

9 დეკემბერი - 18:00 საათი

შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი (ორივე 61 კგ)

10 დეკემბერი - 18:00 საათი

კახი ასანიძე (73 კგ)

13 დეკემბერი - 15:00 საათი

რევაზ დავითაძე (89 კგ)

14 დეკემბერი - 07:30 და 12:00 საათი

ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ) და ანტონ პლესნოი (96 კგ)

15 დეკემბერი - 12:00 საათი

ზაზა ლომთაძე და ირაკლი ჩხეიძე (ორივე 102 კგ)

17 დეკემბერი - 09:00 და 15:00 საათი

ბაქარ თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (ორივე +109 კგ)

0.121544