ფეხბურთი

15:53 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების ადა „ულსან ჰიუნდაის“ ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის (K ლიგა) სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლიგამ ჩაატარა, ვაკომ სპეციალური პრიზიც მიიღო მისთვის აზიაში ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ.

ყაზაიშვილმა აწ დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირზე 44 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, კონკურეტულად K ლიგაში კი 34 შეხვედრაში თავი 9 გოლით და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

„ულსანი“, რომელიც დიდი ხანი ლიდერი იყო, ჩემპიონი ვერ გახდა, მეორე ადგილს დასჯერდა და „ჩონბუკს“ ჩამორჩა. ყაზაიშვილის გუნდმა ვერც აზიის ჩემპიონთა ლიგაზე შეინარჩუნა ტიტული, სადაც ნახევარფინალში დამარცხდა.

0.132675