ფეხბურთი

16:20 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ „იუვენტუსს“ კულუშევსკიში 35 მილიონს უხდის

ლონდონის „არსენალი“ „იუვენტუსის“ 21 წლის შვედი ნახევარმცველით, დეიან კულუშევსკით დაინტერესდა და მზადაა მასში ტურინულ კლუბს 30 მილიონი (პლუს 5 მილიონის ბონუსები) ევრო გადაუხადოს - გვამცნობს La Repubblica.

თუმცა „იუვენტუსი“ მაკედონიური წარმოშობის შვედში 40 მილიონს ითხოვს. ამასობაში კულუშევსკის თვალი „ტოტენჰემმაც“ დაადგა.

საინტერესოა, რომ „დეზების“ ახლანდელ სპორტულ დირექტორს, ფაბიო პარატიჩის, თავის დროზე პირადად გაუფორმებია კულუშევსკის „პარმადან“ „იუვენტუსში“ გადასვლის ხელშეკრულება.

მიმდინარე სეზონში კულუშევსკიმ „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირში 17 მატჩი გამართა, 1 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შესარულა.

0.118617