ფეხბურთი

12:23 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ესპანური კლუბები ევროთასებზე დომინირებდნენ. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა იმავეს ინგლისურები“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, „ლაიპციგთან“ ბოლო მატჩის წინ, „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ცხადია, ყველა ფეხბურთელი გასამარჯვებლად გავა მოედანზე. თუმცა, „ლაიპციგს“ დიდ პატივს ვცემთ. გარკვეული კომპონენტები გამოსასწორებელი გვაგვს თამაშში. მთავარია, ვიცით, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.

ესპანური კლუბები ევროთასებზე ათლეულის განმავლობაში დომინირებდნენ. ვნახთ, შეძლებენ თუ არა იმავეს ინგლისურები. ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ოთხი მათგანი გავიდა ფლეი ოფში, რაც შესანიშნავი შდეგია.“ - უთხრა გვარდიოლამ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.

„ლაიპციგისა“ და „სიტის“ შეხვედრა დღეს, 7 დეკემბერს გაიმართება გერმანიაში და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.19423