დიდი ოხერი ვინმეა წარმოშობით ბრიტანელი 30 წლის მოდელი ბლეიზ უილიამსი. მოდელობამდე ეს გოგო გაგიკვირდებათ და დიდი სატვირთო ავტომანქანის - “ტრაილერის“ მძღოლად მუშაობდა და უზარმაზარი საჭეს ტრიალში მისი ცხოვრების საკმაოდ დიდი დრო - შვიდი წელიწადი გაატარა.
ახლა ბლეიზი მოდელი და ფიტნეს ინსტრუქტორია, რომელიც ვარჯიშს და სწორად ცხოვრებას ტელევიზიის საშუალებით მილიონობით გოგონას ასწავლის, თუმცა მაინც ვერ ივიწყებს თავის ძველ პროფესიას და მუდმივად წარსულზე საუბრობს, როდესაც მძღოლი იყო და ჯერ ინგლისის, შემდეგ კი უკვე აშშ-ს გზებს უზარმაზარი ავტომანქანით სერავდა.
ამასწინათ, ბლეიზ უილიამსმა ერთ-ერთ კანადური ჟურნალის დაკვთით ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც რასაკვირველია “ტრაილერის“ მძღოლის იმიჯით წარსდგა საზოგადოების წინაშე და მტერსაც და მოყვარესაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მძღოლობა მისებრ ლამაზმანებსაც ხელეწიფებათ.