ფეხბურთი

0:28 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი: "ბაიერნთან" რევანში გვინდა და ყველაფერი შესაძლებელია"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა მემფის დეპაიმ მიუნხენის „ბაიერნთან“ მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი თავდამსხმელის განცხადებით, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და „ბარსა“ მიუნხენში მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

„გამარჯვებისთვის მენტალურად კარგად მომზადებული უნდა ვიყოთ. ფინალის ტოლფასი მატჩია და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ამისთვის 90 წუთი გვაქვს. რა თქმა უნდა, „ბენფიკას“ შედეგზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და მატჩის მოგება ვცადოთ.

„ბაიერნთან“ რევანში გვინდა, ეს ჩვენი ბოლო შანსია, რომ პლეი-ოფში გავიდეთ. შედეგის მისაღწევად ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მაქსიმუმი გავიღოთ. ყველაფერი რწმენით იწყება და ჩვენ „ბარსა“ ვართ, შესაბამისად, ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა დეპაიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკა“ კიევის „დინამოს“ თუ დაამარცხებს, „ბარსელონა“ მერვედფინალში მხოლოდ „ბაიერნთან“ გამარჯვების შემთხვევაში გავა. თუ ესპანელები მიუნხენში ვერ მოიგებენ, მაშინ „ბენფიკამ“ უკრაინულ გუნდს ვერ უნდა მოუგოს.

0.116172