ფეხბურთი

23:17 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ფინალს პოლონელები იმსაჯებენ

საქართველოს თასის ფინალზე პოლონელ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მთავარი არბიტრი იაროსლავ პშიბილი იქნება, რომელსაც კონრად საპელა და არკადიუშ ვუიჩიკი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას ირაკლი კვირიკაშვილი შეასრულებს.

იაროსლავ პშიბელი პოლონეთის ექსტრაკლასას მატჩებზე მუშაობს და კვირას, „კრაკოვიასა“ და ვარშავის „ლეგია“ შეხვედრა განსაჯა. ამ თამაშში საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, საქართველოს თასის ფინალში 8 დეკემბერს, თბილისის „საბურთალო“ და წყალტუბოს „სამგურალი“ შეხვდებიან. ფინალი ქუთაისში, 17:00 საათზე გაიმართება.

0.117731