ფეხბურთი

17:53 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" რაფაელ ლეაოც გამოაკლდა

იტალიურ „მილანში“ ტრავმების ეპიდემიაა და გუნდს რაფაელ ლეაო გამოაკლდა. პორტუგალიელ შემტევს ბარძაყის დაზიანება აღენიშნება და „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ვერ ითამაშებს.

ჯერჯერობით, დაზიანების ზუსტი ხარისხი უცნობია, მაგრამ ლეაო „მილანს“ ვერც 19 დეკემბერს, „ნაპოლისთან“ უმნიშვნელოვანეს მატჩში დაეხმარება. სტეფანო პიოლის ტრავმების გამო არაერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლია - ლეაოს გარდა, ანტე რებიჩი, ოლივიე ჟირუ, დავიდე კალაბრია, სიმონ კიაერი.

მიმდინარე სეზონში რაფაელ ლეაომ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. „მილანი“ „ლივერპულს“ 7 დეკემბერს დაუპირისპირდება და მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.13001