ლონდონის „ჩელსის“ მცველი სესარ ასპილიკუეტა შესაძლოა ზაფხულში „ბარსელონაში“ გადავიდეს. კატალონელები მზად არიან 32 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ.
მხარებს შორის მოლაპარაკებებიც დაწყებულია და ასპილიკუეტაც წინააღმდეგ არაა კარიერა სამშობლოში გააგრძელოს.
ასპილიკუეტა „ჩელსიში“ 2012 წლიდან თამაშობს და 443 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „მარსელისა“ და „ოსასუნას“ ღირსებას იცავდა, ლა ლიგაში კი 2010 წლიდან არ უთამაშია.