კალათბურთი

19:30 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბეჟანიშვილის 8 ქულა და 13 მოხსნა G ლიგაში

NBA-ს განვითარების ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილის „რაპიდს გოლდი“ „ვისკონსინ ჰერდს“ ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდ ადა ამჯერად, მოიგო - 111:107.

ბეჟანიშვილმა 21 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 8 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 9-დან 3 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, მაგრამ 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

სწორედ მე-5 ფოლი გააპროტესტა, რის გამოც ტექნიკური ჯარიმა მისცეს და გააძევეს. „ვისკონსინ ჰერდში“ არ უთამაშია სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ამჯერზე „მილუოკიში“ ირჯება.

0.123059