ფეხბურთი

12:51 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ბენზემა გამოაკლდა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ტრავმირებულია. ფრანგმა ფეხბურთელმა დაზიანება სან სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“ (2:0) ბოლო შეხვედრაში მიიღო.

ბენზემამ მოედანი მატჩის მე-17 წუთზე კუნთის პრობლემების გამო დატოვა. ჯერჯერობით, ტრავმის ზუსტი ხარისხი უცნობია, მაგრამ Marca-ს ცნობით, ფრანგს სავარაუდოდ, მილანის „ინტერთან“ და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ უახლოესი ორი თამაში მინიმუმ გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ ბენზემამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 17 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117332