ფეხბურთი

0:26 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დერ კლასიკერი" "ბაიერნმა" მოიგო და "დორტმუნდს" გაექცა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში სუპერმატჩი შედგა. „დერ კლასკერში“ „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ მოუგო და ლიდერობა გაიმყარა. ძნელი სათქმელია, ვინ და როგორ შეეცილება მიუნხენურ გიგანტს მორიგ ჩემპიონობაში, პრაქტიკულად უკონკურენტოა.

თუმცა, „სიგნალ იდუნა პარკზე“, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების გამო სავსე არ იყო, „ბაიერნს“ ადვილად არ მოუგია. თამაში დიდებულად დაიწყო და მეცხრე წუთზე უკვე გოლები გაცვლილი იყო. ჯერ იულიან ბრანდტმა გაიტანა და მერე რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა. ტაიმის ბოლოს კი კინგსლი კომანმა „ბაიერნი“ წინაც გაიყვანა.

მასპინძლებმა მეორე ნახევრის სტარტზე ერლინგ ჰოლანდის გოლით გაათანაბრეს და ქულასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ 77-ე წუთზე ლევანდოვსკიმ პენალტით თავის გუნდს მოაგებინა და „დორტმუნდი“ უქულოდ დატოვა.

„დერ კლასიკერის“ მოგების შემდეგ „ბაიერნმა“ 34 ქულა დააგროვა და „დორტმუნდს“ 4 ქულით უსწრებს, მესამე საფეხურზე კი „ლევერკუზენია“ 27 ქულით.

„ფრამცევტებმა“ „ფიურტი“, რომელიც ბუნდესლიგისთვის მზად აბსოლუტურად არ აღმოჩნდა, 7:1 გაანადგურეს. პოკერი შეასრულა პატრიკ შიკმა და ეს 27-წუთიან ინტერვალში გააკეთა. ევრო 2020-ზე გაბრწყინების შემდეგ ჩეხი ფორვარდი კლუბშიც აგრძელებს შედეგიან თამაშს და ბრწყინვალე ფორმაშია. შიკი „ლევერკუზენის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგის ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა. „ფიურტი“ კი პრაქტიკულად უკვე გავარდნილია - 14 ტურში არცერთი მოგება, 1 ფრე, 13 წაგება და ერთადერთი ქულა... რაღა უნდა დავამატოთ?

„არმინია“ – „კიოლნი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ოზჯანი (17), 1:1 ლასმე (59)

„აუგბსურგი“ – „ბოხუმი“ 2:3 (0:3)

გოლები: 0:1 პოლტერი (23), 0:2 ჰოლტმანი (40), 0:3 პოლტერი (45), 1:3 გრეგორიტში (57), 2:3 კალიჯური (86, პენ)

„ლევერკუზენი“ – „ფიურტი“ 7:1 (3:1)

გოლები: 1:0 ადლი (12), 2:0 ტაპსობა (17), 2:1 დუდძიაკი (33), 3:1 ჰინცაპი (45), 4:1 შიკი (49), 5:1 შიკი (69), 6:1 შიკი (74), 7:1 შიკი (76)

„ჰოფენჰაიმი“ – „აინტრახტი“ 3:2 (2:1)

გოლები: 0:1 ბორე (15), 1:1 გეიგერი (24), 2:1 რუტერი (30), 3:1 სამასეკუ (59), 3:2 პასიენსია (72)

„მაინცი“ – „ვოლფსბურგი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბურკარდტი (2), 2:0 სტახი (4), 3:0 ლაკრუა (90, ა.გ)

„დორტმუნდი“ – „ბაიერნი“ 2:3 (1:2)

გოლები: 1:0 ბრანდტი (5), 1:1 ლევანდოვსკი (9), 1:2 კომანი (44), 2:2 ჰოლანდი (48), 2:3 ლევანდოვსკი (77, პენ)

თეგებიბუნდესლიგა
0.112924