რაგბი

18:50 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შავი ლომი" პენზის "ლოკომოტივთან" დამარცხდა

ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე მესამე ტურის მტჩი ჩაატარა და პირველი მარცხი განიცადა.

ქართველი მორაგბეები საკუთარ მოედანზე პენზის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მარცხი განიცადეს - 16:19. პირველი ტაიმი 11:11 დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ რუსებმა უკეთ ითამაშეს და გამარჯვება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი ჯარიმა „ლოკომოტივის“ რიგებში ქართველმა მორაგბემ, ლევან ბროძელმა გაიტანა. მის გარდა, რუსულ კლუბში კიდევ 4 ქართველი თამაშობს.

„შავ ლომს“ სამი ტურის შემდეგ 2 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს (11 ქულა), მომდევნო ტურში კი 11 დეკემბერს, „ენისეის“ დაუპირისპირდება.

0.116075