ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. კასანო პორტუგალიელი ვარსკვლავის ერთ-ერთი დიდი კრიტიკოსია და მასზე დადებითს პრაქტიკულად არასდროს არაფერს ამბობს.
კასანომ თქვა, რომ რონალდუმ მესიჯი მიწერა, რომ მისდამი უფრო მეტი პატივისცემა გამოეჩინა, თუმცა, აზრის შეცვლას არ აპირებს და ფეხბურთელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„რონალდუმ მომწერა და მითხრა, რომ მასზე მეტი პატივი უნდა მეცა, იმის გამო, რაც მოიგო და რამდენი გოლიც გაიტანა. სიმართლის თქმის არ მეშინია, მთელი სამყაროს წინაშე ვდგავარ, რომის პაპიდან ამ ქვეყნად ბოლო ადამიანამდე. ბუფონს დავურეკე, რომ მეკითხა, როგორ გაიგო ჩემი ნომერი და მან მიპასუხა, რომ ის „იუვენტუსის“ პრესსოფიცერს მისცა, რომელმაც თავის მხრივ რონალდუს გადასცა, რომ ჩემთვის ეთქვა, რომ მან 750 გოლი გაიტანა, მე კი მხოლოდ 150.
მხოლოდ ამას ვიტყვი: ძვირფასო კრიშტიანუ, ყველაფერი გაქვს, მშვიდად იცხოვრე. იმის მაგივრად, რომ მესიჯი გამომიგზავნო, მესისგან აიღე მაგალითი, ის ყველაზე და ყველაფერზე არ ღელავს. ჯიჯიმ და კიელინიმ კარგად იციან, რომ რონალდუმ გამაბრაზა, რა პრობლემა გაქვს?“, - თქვა Bobo TV-ს ეთერში კასანომ.