კალათბურთი

16:03 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბეჟანიშვილს G ლიგაში სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა

ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილი NBA-ს განვითარების ლიგაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მისი „გრანდ რაპიდს გოლდი“ „ვისკონსინ ჰერდს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 127:131 წააგო.

თუმცა, ბეჟანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ თანაგუნდელებს ემარჯვათ და ორი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ქართველმა კალათბურთელმა 37 წუთში 15 ქულა, 16 მოხსნა, მათ შორის 8 მეტოქის ფარზე და 8 პასი მიითვალა. გიორგიმ 10-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ვისკონსის“ რიგებში არ უთამაშია სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ამჯერად „მილუოკის“ განკარგულებაშია. „ჰერდს“ 7 გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს, ხოლო „გრანდ რაპიდს გოლდს“ 4 მოგების საპირწონედ ამდენივე წაგება დაუგროვდა.

0.121798