ფეხბურთი

15:01 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

„დინამო ბათუმის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯოვინო ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მას საქართველოს ნაკრებშიც თამაში შეუძლია. ინფორმაცია თავდაპირველად Geo Team-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

25 წლის ფეხბურთელი 2017 წლიდან „დინამო ბათუმში“ თამაშობს და ქართველი მეუღლეც ჰყავს, რამაც ქართული პასპორტის მისთვის გადაცემის პროცედურა გაამარტივა.

მიმდინარე სეზონში ჯოვინომ 26 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ყველაზე შედეგიანი სეზონი კი 2019 წელს ჰქონდა, როცა ეროვნულ ლიგაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა. გასული სეზონი ჯოვინომ იჯარით რუსულ „როტორში“ გაატარა და ადგილობრივ ჩემპიონატში 4 გოლი გაიტანა.

0.127372