ტურინის „იუვენტუსის“ შვედ თავდამსხმელს, დეიან კულუშევსკის, გასულ სეზონში ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით იმედისმომცემი სტარტი ჰქონდა, მაგრამ, მასიმილიანო ალეგრი მას დიდად არ ენდობა.
კულუსევსკიმ მიმდინარე სეზონში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 597 წუთი გაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
21 წლის შემტევს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ამიტომ მისმა აგენტებმა უკვე დაიწყეს ახალი ვარიანტების ძებნა.
კერძოდ, ფეხბურთელის შეძენის პოტენციურ კანდიდატებს შორის ლონდონის „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ სახელდებიან. „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობაც მზადაა მოლაპარაკებების დასაწყებად. იტალიურ კლუბს კი ერთი პირობა ექნება - ფეხბურთელისთვის კომპენსაციის სახით 35 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.