კალათბურთი

12:33 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA ევროპის ბორდის სხდომას უმასპინძლა (+VIDEO)

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია პირველად მასპინძლობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრების ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და FIBA ევროპის ბორდის, აღმასრულებელი საბჭოს სხდომას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია FIBA ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები.

FIBA ევროპის ბორდი დაკომპლექტებულია ევროპის კალათბურთის ფედერაციების პრეზიდენტებითა და გენერალური მდივნებით, რომელთა შორის ასევე გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ფიბა-ევროპის ბორდის წევრი და ასევე ფიბა ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტია.

დღეს, სასტუმრო “თბილისის მარიოტში” გამართულ FIBA ევროპის ბორდის სხდომაზე განხილულ იქნა ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ევრობასკეტი-2022. ხვალ კი, 4 დეკემბერს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის პროცესის ადგილზე გაცნობა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ევრობასკეტ 2022-ის საორგანიზაციო პროცესის მონიტორინგის მიზნით.

საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელთა ვიზიტი თბილისში და აღამსრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარება საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას და ნდობის გამოცხადებას, ახალი მშენებარე დარბაზის მიმართ ინტერესს და ევრობასკეტ 2022-ის სამუშაო პროცესების მონიტორინგს.

0.235201