ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა ბელატორში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებური ბრაზილიელ ვინისიუს დე ჟესუსს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით მისი დამარცხება შეძლო.
24 წლის ქართველი სპორტსმენის მეტოქეს კარიერაში მე-14 ბრძოლა ჰქონდა, რომელთაგანაც მე-5 მარცხი განიცადა, 9-შეხვედრა კი თავის სასიკეთოდ ჰქონდა დასრულებული.
გეტყვით, რომ ლევანს აქამდე ბელატორში 1 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელიც კაილ ქრაჩმერთან წააგო. ჩოხელი აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით კიდევ 2 ბრძოლას გამართავს და დადებითი ბალანსის შემთხვევაში, კონტრაქტსაც გაუხანგრძლივებენ.