სხვა

4:04 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიაში გოლოვკინის სატიტულო ბრძოლა გადაიდო

მიზეზი რა თქმა უნდა, კორონავირუსი და მისი ახალი შტამი, ომიკრონია. მისი გავრცელების გამო, იაპონიამ უცხოელების მიღება შეაჩერა, რის გამოც, საშუალო წონაში (72.5 კგ) IBF-ის და IBO-ის ყაზახი ჩემპიონი გენადი გოლოვკინი, WBA-ის იაპონელ ჩემპიონ რიოტა მურატასთან, ტიტულების დასაცავად ბრძოლას ვერ შეძლებს.

შეხვედრა 29 დეკემბერს უნდა გამართულიყო. მაგრამ იაპონიაში უცხოელთა შესვლა სულ ცოტა, ერთი თვე გაგრძელდება. შესაბამისად, ქალაქ საიტამაში ბრძოლის გამართვა შეუძლებელია.

„ბრძოლის გადადების გამო, ძალიან გაწბილებული ვარ. მაგრამ მაყურებლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია და ეს ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. იმედ მაქვს, რიოტასთან შეხვედრას მალე შევძლებ“, - განაცხადა ყაზახმა მოკრივემ.

იაპონიამ საზღვრეები ორშაბათს ჩაკეტა და გამოაცხადა, რომ უცხოელთა შესვლის აკრძალვა ერთი თვე გაგრძელდება.

გოლოვკინმა (41-1-1, 36 ნოკაუტი) ბოლო ბრძოლა ერთი წლის წინ გამართა და პოლონელი კამილ შერემეტა ნოკაუტით დაამარცხა. ეს საშუალო წონაში ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ 21-ე დაცვა იყო, რაც რეკორდია.

რაც შეეხება მურატას (16-2, 13 ნოკაუტი), ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. მან ბოლო ბრძოლა 2019 წლის დეკემბერში გამართა, კანადელი სტივენ ბატლერი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა. მას შემდგ კი რინგზე პანდემიის გამო არ ასულა.

0.114494