ჭადრაკი

10:24 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენმა მსოფლიოს ჩემპიონატის სატიტულე შეხვედრების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პარტია მოიგო

ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის მეექვსე პარტიაში ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა რუსი იან ნეპომნიაშჩი დაამარცხა და ეს პარტია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოაჩნდა.

ის 7 საათისა და 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და 136 სვლა გათამაშდა. ამ შეხვედრამ 1978 წელს ანატოლი კარპოვისა და ვიქტორ კორჩნოის პარტია გადაფარა, რომელიც 124 სვლა გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ კარლსენისა და ნეპომნიაშჩის შეხვედრის წინა 5 პარტია ყაიმით დასრულდა, შედეგად, კარლსენი 3.5:2.5 დაწინაურდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სულ 14 პარტიისგან შედგება (4, 5, 7, 8, 10, 11, 12 და 13 დეკემბერს გაიმართება), ხოლო თუ ტაიბრეიკი გახდება საჭირო, მოჭადრაკეები ერთმანეთს 15 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მაგნუს კარლსენი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია და ზედიზედ მეხუთე ჩემპიონობისკენ მიიწევს.

0.1129