ინგლისის პრემიერლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია. ინფორმაცია პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდა.
აღნიშნული ტიტულისთვის სტივებ ჯერარდი ("ასტონ ვილა"), პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი") და იურგენ კლოპი ("ლივერპული") იბრძოლებენ.
"ასტონ ვილამ" ახალი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ორ მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა, "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ჩემპიონატში თვის სამივე მატჩი მოიგო, "ლივერპულმა" კი იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით ორი გამარჯვება მოიპოვა და ერთი მატჩიც წააგო.