შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მსოფლიო თასის ახალი სეზონის სუპერ გიგანტის პირველი რბოლა მოიგო, რომელიც აშშ-ის ბივერ კრიკში (შტატი კოლორადო) ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის ბოლო რბოლაც მისივე გამარჯვებით დასრულდა.
ტრასა სახელად მტაცებელი ფრინველების ფერდობი, ოდერმატმა წუთსა და 8.61 წამში გაიარა და 0.78 წამით აჯობა ავსტრიელ მათიას მაიერს, ვინც ამ სეზონის პირველი დაშვება (ლეიკ ლუისში, კანადა) მოიგო. მესამე შედეგი კანადელ ბროდერიკ თომპსონს ჰქონდა, ვისთვისაც ეს მსოფლიო თასზე პირველი კვარცხლბეკია.
მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა სუპერ გიგანტში გასული სეზონის ბროლის გლობუსის გამარჯვებული, ავსტრიელი ვინსენტ კრიხმაირი.
კოლორადოს სამთო კურორტი ამ კვირაში კიდევ სამ ჩქაროსნულ რბოლას უმასპინძლებს. პარასკევს ისევ სუპერ გიგანტი ჩატარდება, უქმეებზე კი მტაცებელი ფრინველების ფერდობი დაშვების ორ რბოლას უმასპინძლებს.